13:14 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 10:00:27, 2216 ნახვა

სამართალი
იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაიღუპა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მათივე ცნობით,ავარიის დროს საჭესთან გარდაცვლილის მეუღლე იჯდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. 

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ორსული ქალის გადარჩენა ვერ შეძლო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics