|
2017-06-03 14:28:32, 2510 ნახვა
მსოფლიო
გაერო-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამოცდის საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დოკუმენტის ე.წ. შავ სიაში 4 იურიდიული და 14 ფიზიკური პირი შევიდა. როგორც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, ისინი ჩრდილოეთ კორეის ქმედებების თანამონაწილეები არიან. სანქციები მათი სხვა ქვეყნებში შესვლის აკრძალვას და საზღვარგარეთ ფინანსური ანგარიშების დაყადაღებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ავტორები მოუწოდებენ ჩრდილოეთ კორეას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბირთვული და სარაკეტო ტესტის ჩატარება. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ნიკი ჰეილი გამოვიდა. მისი განმარტებით, ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს, ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება აუცილებელი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)