18:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 14:23:18, 976 ნახვა

რეგიონი
სანაპირო ზოლზე სამაშველო სამსახური ამოქმედდა

დღეიდან სამაშველო სამსახურმა სანაპირო ზოლზე მუშაობა ოფიციალურად  დაიწყო.

საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე სამაშველო სამსახურის განახლებული აღჭურვილობის  პრეზენტაცია გამართა. 

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან, დავით ვარდიაშვილთა და  მერაბ მალანიასთან ერთად დაესწრო. 

ხელმძღვანელმა პირებმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს და მადლობა გადაუხადეს გასულ სეზონზე მიღწეული წარმატებებისათვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართვისას ხაზი გაუსვა სამაშველოს მომსახურების მნიშვნელობას. მისი თქმით, საზღვაო ქალაქისათვის მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და მაღალი დონე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საზღვაო კურორტების უსაფრთხოებას  და რეგიონის პოპულარიზაციას. 

მაშველებმა წყალზე მცურავი საშუალებები წარმოადგინეს. სარფის მონაკვეთიდან  ჩოლოქამდე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე წელს  135 მაშველი იზრუნებს. შსს განხორციელდა შესყიდვების ციკლი, რის შედეგადაც გარემონტდა  არსებული ტექნიკა,  ახალი ეკიპირების შესყიდვა განხორციელდა მაშველებისთვის, ისინი აღჭურვილები არიან პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქებით, რაც მაშველებს საშუალებას მისცემს დაზარალებულებს აღმოუჩინონ პირველადი დახმარება.

ღონისძიებას  ასევე საქართველოს სამთავრობო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics