02:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 18:32:12, 2256 ნახვა

მსოფლიო
ევროპის საბჭო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ევროსაბჭო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისში გაუჩინარებას გამოეხმაურა.

საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ჟურნალისტის ირგვლივ განვიტარებული მოვლენების ქრონოლოგია გამოაქვეყნა.

"დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ამბავი მისმა მეუღლემ ლეილა მუსთაფაევამ მიმდინარე წლის 29 მაისს გაავრცელა. მუსტაფაევამ აღნიშნა, რომ ბოლოს მის მიუღლეს  ესაუბრა, მაშინ როდესაც ის სახლთამ ახლოს იყო, თუმცა მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.  საქართველოს პოლიციამ 30 მაისს განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჟურნალისტის ძებნა, თუმცა შემდგომ, დამოუკიდებელმა აზერბაიჯანულმა სააგენტო Turan-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა აფგან მუხთარლი დააკავა.

გარდა ამისა, დამოუკიდებელმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰადიჯა ისმაილოვამ აღნიშნა, რომ მუხთარლი გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, ხელები მას გაკოჭილი ჰქონდა და ის ნაცემ მდგომარეობაში იყო. მან სერიოზული დაზიანებები მიიღო. მისი ადვოკატის ელჩინ სადიგოვის თქმით, მისი დაცვისქვეშ მყოფი ნაცემია, მას გატეხილი აქვს ცხვირი, და ასევე ჩატეხილი აქვს ნეკნები. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში, პასპორტის გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროსაბჭო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტს ბრალი 3 მუხლით აქვს წაყენებული.

"აფგან მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. აზერბაიჯანის სამართალდამცველების განცხადებით, მას თან 10 000 ევრო ჰქონდა. აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანი 2015 წელს დატოვა და საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად, მას შემდეგ, რაც მის სიცოცხლეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტების გამოძიების გამო საფრთხე შეექმნა. მას ახლა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics