|
2017-06-02 14:31:22, 1876 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ესტუმრნენ. ცენტრის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა აკადემიის ინსტრუქტორების დახმარებით სასწავლო კურსსა და პრაქტიკულ სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მათ საქმიანობას, მიიღეს ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის სპეციფიკაზე, ჩაერთვნენ სიმულაციურ თამაშებსა და ვირტუალურ ტირში. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მსგავსი შეხვედრები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ჩატარდება და მათი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებაა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)