|
2017-06-02 13:16:04, 1715 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტმა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ” დაამტკიცა. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა და მიზნად ისახავს სავალდებულო სერტიფიცირებას სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს. სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში FAO-ს მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო. სათესლე მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს სამამულე პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №569 დადგენილების „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მარცვლეული კულტურების თესლის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება უკვე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, 2015 წლიდან დღემდე შემოწმდა და ინსპექტირება ჩაუტარდა 1500 ჰა მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთს. გაიცა ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის, სოიას და კარტოფილის თესლის პარტიებზე ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი 97 სერტიფიკატი და 25 000 სერტიფიცირებული სათესლე მასალის აღმნიშვნელი ეტიკეტი. ასევე შესწავლილია 40-მდე სანერგე და 15 სათესლე მეურნეობის ზოგადი მდგომარეობა. (NS)
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)