|
2017-06-02 12:59:41, 3157 ნახვა
კულტურა
ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა გაიხსნა
ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ლეიდენში, გალერეა „ზონეში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 21-დან 80 წლამდე ასაკის 22 მხატვარი მონაწილეობს და წარმოდგენილი ნამუშევრები მათ მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიაზე და მოლოდინზე მოგვითხრობს. გამოფენა თავის სათქმელით მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანება. გამოფენის ორგანიზატორი ფონდ „არტექოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი აფხაზეთის მკვიდრი დალი უბილავა-დე გრააფია. ,,აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები შემოქმედებით ცდილობენ გასცდნენ კონფლიქტებით, ომებით, ტერორით თუ ბუნებრივი კატაკლიზმებით სავსე დროსა და სივრცეს, ხელოვნების ნიმუშები კი მრავალფეროვანი ემოციით, განწყობით და ფილოსოფიით შექმნან“ -განაცხადა დალი უბილავამ გამოფენის გახსნას დაესწრნენ და სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში- კოტე სურგულაძე , ლეიდენის ვიცე-მერი- მონიკ ვან სანდიკი, ჰანს ჰორბახი- ჰოლანდიის ელჩი საქართველოში, ფრიც დაიკსი- ჰოლანდიის ამნესტი ინტერნაციონალის წარმომადგენელი. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ თამარ ღვინაძე -საქართველოს კონსული ჰოლანდიაში, ლოტე ჰაიემა-ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჰეიდიმარია გურერი -ავსტრიის ელჩი ჰოლანდიაში, მუტი მურდი -ესტონეთის კონსული ჰოლანდიაში, , ისტიაქ აჰმედი -ჰოლანდიაში კუვეიტის ელჩის პირველი მოადგილე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)