02:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 12:02:19, 2311 ნახვა

მსოფლიო
ფილიპინებში თავდასხმის შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში ერთ-ერთ კაზინოში თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი კურორტ მანილაზე სასტუმრო Resorts World Manila-ს კაზინოში მოხდა.

მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა კაზინოში ცეცხლი გახსნა.

როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, ადამიანების უმრავლესობა ხანძრის დროა კვამლით დაიღუპა.

BBC-ის ცნობით, კიდევ 50 მოქალაქე დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველების თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ტელევიზორის ეკრანების მიმართულებით ისროლა, კაზინოს სათამაშო მაგიდებზე ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში საწოლზე დაწვა, საწვავი გადაისხა და თავი დაიწვა.

ამასთან, როგორც BBC ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით წერს, მომხდარი ფაქტი იყო ყაჩაღობის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics