|
2017-06-01 21:05:33, 916 ნახვა
სხვადასხვა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ღონისძიებები გაიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვან ბრალდებულთა და ვმსჯავრდებულებისთვის ღონისძიებები გაიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროექტის „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N11 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთი დღე გაატარეს ჯგუფ „რეგიონის“ წევრებმა. მათ მთელი დღის განმავლობაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად ითამაშეს ტენისი, წაიკითხეს ლექსები და დღის ბოლოს კონცერტი გამართეს. ჯგუფ „რეგიონის“ წევრებთან ერთად მსჯავრდებულებმა რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს. „ჯეოსტარის“ მონაწილე ლაშა თოლორდავამ, „იქს-ფაქტორის“ მონაწილეებმა ლელა ჯავახიამ და გვანცა ოსიყმაშვილმა არასრულწლოვან ბრალდებულებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ქართული და უცხოური სიმღერების ჰიტები შეასრულეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ლეილა აფციაურის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა, რომელიც პროექტ „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში განხორციელდა. „პროექტის „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში ერთი დღის განმავლობაში ჩვენთვის სასურველი, საინტერესო, ნიჭიერი და ცნობილი ადამიანები იყვნენ არასრულწლოვნებთან და მიულოცეს დღევანდელი დღე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდულობით ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან გატარებული ერთი დღე არასრულწლოვნებთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. ვფიქრობ, ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ლეილა აფციაურმა. ჯგუფ „რეგიონის“ წევრმა ლაშა ნოზაძემ მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზებისთვის. „ემოციებით ვარ დატვირთული. კონცერტი მეათეხარისხოვანი თემაა, როცა მათთან ერთად მიირთმევ საკვებს, მათთან ერთად თამაშობ სპორტულ თამაშებს, მათთან ერთად მსჯელობ და ცვლი აზრებს. მსგავსი ღონისძიებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება. (NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)