|
2017-06-01 20:12:27, 2248 ნახვა
საზოგადოება
თემურ ქეცბაია რუსული „ორენბურგის“ მწვრთნელი გახდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია რუსული "ორენბურგის" მწვრთნელი გახდა, - ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ცნობისთვის, "ორენბურგში" ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჟანიძე თამაშობს. გასულ სეზონში გუნდმა რუსეთის პრემიერლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა. კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს სწორედ პრემიერლიგაში დაბრუნება დაუსახა მიზნად. როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, გუნდს აქვს დიდი პოტენციალი, იმისათვის, რომ უმაღლეს ლიგაში ითამაშოს. "ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. აქ გვაქვს ყველაფერი, იმისთვის რომ გუნდმა გაიმარჯვოს. უნდა მივიდეთ უმაღლეს ლიგამდე. ვიცით, რომ არ იქნება მარტივი, მაგრამ 1 ლიგაში თამაშის ყველა წინაპირობა არსებობს", - განაცხადა ქეცბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)