|
2017-06-01 16:33:59, 1575 ნახვა
საზოგადოება
მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტებს საინფორმაციო ცენტრში მოემსახურებიან
მთიან აჭარაში ტურისტულად ყველაზე ხშირად მონახულებად მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პესპექტივები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქედის გამგებელთან ერთად განიხილა. სულხან ღლონტი დავით დუმბაძესთან ერთად მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის პროცესსა და ჩანჩქერის სათავეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის გეგმას გაეცნო. ის ასევე შეხვდა, ჩანჩქერთან არსებული სუვენირებისა და ადგილობრივი პროდუქციის დამამზადებლებსა და გამყიდველებს. საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ქედაში ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ადგილის - მახუნცეთის ჩანჩქერთან არსებულ პარკში მიმდინარეობს. ცენტრში ტურისტებს ქედაში არსებული ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში გაეცნონ ადგილზე წარმოებულ სუვენირებსა და პროდუქციას, ასევე ისარგებლონ უფასო ინტერნეტ სივრცით. საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი სექტემბრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიასა და სათავეს, იქ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება. პროექტის ნაწილი ქედის გამგეობის ბიუჯეტშია გაწერილი, თუმცა მეორე ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინვესტორის მოძიება. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. „ქედის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია რეგიონში ტურისტული თვალსაზრისით და მუნიციპალიტეტში მოგზაურობის მსურველ ტურისტთან რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, გასულ წელს, ქედას 2015 წელთან შედარებით 99%-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, აქ განხორციელდეს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვგეგმავთ, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროცესის მართვას უფრო ეფექტურს გახდის. სერვისის გაუმჯობესების კუთხით, კი ტურიზმის სკოლის ფარგლებში ქედაში ჩვენ საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეები გადავამზადეთ, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვდენენ ტურისტებს“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. (NS)
რუსეთში რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)