|
2017-06-01 16:31:03, 1831 ნახვა
საზოგადოება
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“: საქართველოს მთავრობამ, სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს, უსაფრთხოების გარანტია უნდა მისცეს
არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართულმა მხარემ სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს, უსაფრთხოების გარანტია უნდა მისცეს. "საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა განმარტოს თუ რა მოუვიდა მუხთარლის და მისცეს უსაფრთხოების გარანტია საქართველოში მყოფ სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს. იმის მიუხედავად, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, თუ ქართულმა უსაფრთხოების სამსახურმა შეუწყო ხელი აზერბაიჯანის რეჟიმს ჩანაფიქრის განხორციელებაში, ეს საკმაოდ სახიფათო ფაქტია. მოვითხოვთ, რომ აფგან მუხთარლი, ვინც ამჟამად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშაა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. ილჰამ ალიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ საკუთარ საზღვრებს მიღმაც შესწევს უნარი პრობლემები შექმნას. დროა მათ ქმედებებს შესაბამისი სიმკაცრით ვუპასუხოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)