|
2017-06-01 16:14:03, 1653 ნახვა
საზოგადოება
უშიშროების საბჭოს აპარატი ხვალ სტრატეგიული დისკუსიის საერთაშორისო შეხვედრას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, ხვალ, პრეზიდენტის სასახლეში თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში, თემაზე „საკონსტიტუციო ცვლილებების გავლენა საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სისტემაზე“ მრგვალი მაგიდა გაიმართება. შეხვედრა „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭოსთან“, „შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრთან“ (DCAF, ჟენევა) და „საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან“ (NLO) თანამშრომლობით ტარდება. დისკუსიაში მონაწილეობისთვის მიწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და უშიშროების სექტორის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები. საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოების გამოწვევებზე მოხსენებით გამოვლენ: გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი; დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; ედვარდ ლუკასი - გამომცემლობა The Economist-ის მთავარი რედაქტორი და ჯონ მაკინსონი - Penguin Random House-ის თავმჯდომარე. სტრატეგიული დისკუსიის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს იკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართებაში. დისკუსიის ძირითადი თემები იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევრო-ატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან ერთობლივად განმკლავების გზები.
რუსეთში რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)