19:56 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 13:51:11, 1851 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მერიის ინფორმაციით ერთ კილომეტრიან გზის გამყოფზოლში, მოეწყობა საზაფხულო ფურნიტურები, დაიდგმება სკამები, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები. 

ტერიტორიაზე ჩატარდება არსებული ხეების სხვლა-ფორმირება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება რულონური გაზონი და დაირგვება  5800 ძირი დეკორატიული ბუჩქი. აღდგება განათების სისტემა, დამონტაჟდება ლამპიონები. ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვის პირველ ნახევარში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics