|
2017-06-01 12:25:11, 2128 ნახვა
კომენტარი
ბესელია აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე: გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო, ეს ერთ-ერთი მძიმე მუხლია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო და ეს ერთ-ერთი მძიმე მუხლია. "გამოძიების პირველადი შედეგები უნდა მივიღოთ, კონკრეტულად რა მოხდა და ეს ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს. გამოძიების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა და მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება და სურვილია. ამ ოცნებებით და სურვილებით ვერ ვივლით და გამოძიების პირველადი მონაცემებით უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გაკეთდეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)