19:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 11:27:09, 2038 ნახვა

სამართალი
„გაათავისუფლეთ მუხთარლი“ - მორიგი საპროტესტო აქცია სუს-თან მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ადგილზე ტრანსპარანტები აქვთ მიტანილი წარწერით - „რამდენი ტონა ნავთობი ღირს თავისუფლება“, „გაათავისუფლეთ მუხთარლი“, „არ ენდოთ ალექსანდრე ჯეჯელავას“.

ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებას სტვენით აპროტესტებენ.

ამასთან, მათ პროტესტის ნიშნად თავზე შავი პოლიეთილენის პარკები აქვთ ჩამოცმული. ადგილზე იმყოფება დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. 30 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  აფგან მუხთარლი ბაქოში მალულად გადაიყვანეს და დააპატიმრეს.

ჟურნალისტს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. ბაქოს საქალაქო სასამართლომ გუშინ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics