|
2017-06-01 10:44:43, 1913 ნახვა
საზოგადოება
31 მაისს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში შემომავალი მასშტაბური ფრონტალური ღრუბლის მასები დაამუშავა
ამ დროისთვის სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის მთელი რეგიონის მასშტაბით უკვე დაამუშავა 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. რეგიონში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და თან შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები, რომელთა ზომა აღემატებოდა 35 მმ-ს. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მიერ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებით ზემოქმედება განხორციელდა კახეთის 5 რაიონში: თელავში, სიღნაღში, საგარეჯოში, ლაგოდეხში და გურჯაანში. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ზე მეტი შეადგინა, თუმცა აქტიური ზემოქმედების შედეგად, რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ნალექი ნაწილობრივ ხორხოშელისა და ნაწილობრივ ბრტყელი წვიმის სახით ჩამოიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)