|
2017-05-31 16:41:23, 1890 ნახვა
საზოგადოება
წლის ბოლომდე დედაქალაქში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა
თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებულშპს„კონსალტინგ გრუპს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება წლის ბოლომდე,თბილისში, 30 საზოგადოებრივისაპირფარეშოსმოწყობას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ და შპს„კონსალტინგ გრუპის“ დირექტორმა შაჰრიარ მოჰამმადიასლმა მოაწერეს. მერიის ინფორმაციით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საზოგადოებრივი ტუალეტების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. „თბილისის მერიამ, პირველ ეტაპზე, უზრუნველყო 30 ერთეული რეტერატისთვის ადგილის გამოყოფა, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდება. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ რეტერატები მსუბუქი კონსტრუქციის, ავტომატიზირებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიმართულებით თბილისის მერია მომავალში აქტიურად იმუშავებს და საჭიროებების გათვალისწინებით,საზოგადოებრივ რეტერატებს ქალაქის მასშტაბით სრულად განათავსებს“-განაცხადა კარლო ლაფერაძემ. ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული და, ასევე, ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით აღჭურვილი იქნება. საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული იქნება ბრაილის შრიფტი. თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასადასანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას აუქციონში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით. საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე სპეციალური ბარათების (მაგ. „მეტრომანი“) მეშვეობით.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)