|
2015-04-16 16:00:44, 774 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბბინაში სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა კვაკუ ანინგმა მინისტრის მოადგილეს, საქართველოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ქვეყნის ჩარჩო პროგრამა გადასცა. უწყების ცნობით, პროგრამა წარმოადგენს საბაზისო დოკუმენტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და წევრ ქვეყანას შორის ტექნიკური თანამშრომლობის საშუალოვადიანი დაგეგმისთვის და განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, სადაც ბირთვული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური თანამშრომლობის რესურსების გადაცემის გზით მიღწეული იქნება შესაბამისი ეროვნული მიზნები. „საქართველოს ახალი ჩარჩო პროგრამა გაწერილია 2015-2019 წლებისთვის და ფარავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა (ბირთვული მედიცინა და რადიოთერაპია), რადიოაქტიური ნარჩენების მართვა და ბირთვული დანადგარების დეკომისირება“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოში ასევე განხილული იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან და რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. ძირითადი ყურადღება დაეთმო ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოწყობის, არსებული სამარხისა და საცავის ინსტიტუციური მართვის საკითხებს. მაია ბითაძემ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციული, ტრანსპორტისა და ნარჩენების უსაფრთხოების, იურიდიული, ბირთვული უსაფრთხოების, ბირთვული ენერგიისა და ბირთვული საწვავის ციკლის და ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)