12:16 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 14:46:45, 2415 ნახვა

ეკონომიკა
აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

„მოთხოვნამ შეადგინა 43 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.378 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics