15:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 00:10:09, 2491 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ადვოკატი - ჟურნალისტი თბილისიდან ბაქოში ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის განცხადებით, ის გუშინ თბილისში, საკუთარ უბანში გაიტაცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა პირად ადვოკატთან ელჩინ სადიგოვთან საუბარში აღნიშნა. ინფორმაციას გაუჩინარებული ჟურნალისტის მეუღლე ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვისვეშ მყოფი ნაცემ მდგომარეობაში „ოპელის“ მარკის ავტომობილში ჩასვეს.

ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის არსებობს ეჭვი, რომ მას ნეკნი აქვს ჩამტვრეული. 

„მანქანამ ის თბილისიდან გაიყვანა. ამის შემდეგ მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, თუმცა მუხტარლიმ აღნიშნა, რომ გული აქვს სუსტი და სუნთქვა უჭირს. გამტაცებლებმა შემდეგში თვალები აუხვიეს. უკაცრიელ ადგილას მათ მანქანა გამოცვალეს. ცოტა ხანში კი, მორიგი ავტომობილით გააგრძელეს მოძრაობა. როდესაც მანქანიდან გადმოიყვანეს, უკვე საბაჟო გამშვებ პუნქტზე იყო.იქ დააკავეს და 10 ათასი ევრო უპოვეს ჯიბეში. მის წინააღმდეგ საქმე 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონო კვეთას და 206-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც კონტრაბანდას გულისხმობს, აღიძრა. აფგან მუხტარლიმ მითხრა, რომ ადამიანებმა ვინც მისი დაკავება მოახდინეს საკუთარ იდენტიფიკაციას არ ახდენენ, თუმცა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჰგვანან“, - განაცხადა ადვოკატმა.

სადიგოვმა გარეთ დამონტაჟებული კამერების ვიდეო ჩანაწერი უკვე გამოითხოვა. 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics