|
2017-05-30 18:35:10, 1793 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს შეხვდა გიორგი კვირიკაშვილმა ბილ ბომონდს „მსოფლიო რაგბის" თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია რაგბის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების - მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა, რომელშიც მსოფლიოს 12 საუკეთესო, მათ შორის საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საუბარი საქართველოში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შეეხო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რაგბი ქვეყანაში სპორტის ეროვნულ სახეობად იქცა და მისი მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობისთვის პრიორიტეტულია. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე მსოფლიო რაგბის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)