12:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 18:03:30, 2149 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ტექნოპარკში IT მიმართულებით ტრენინგები დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან" ერთად იწყებს პროექტს - „IT მიმართულებით ტრენინგები“.

პროექტში დანაშაულის პრევენციის ცენტრის 50 ბენეფიციარი ჩაერთო. მისი მიზანია ახალგაზრდების თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესება, ახალი შესაძლებლობების ჩვენება და ინიციატივების წახალისება.

პროექტის დაწყებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო და ბენეფიციარებს წარმატებები უსურვა.

პროგრამის მონაწილეებმა უკვე შეარჩიეს ინფორმაციული ტექნოლოგიების 9 სხვადასხვა მიმართულებიდან მათთვის სასურველი ტრენინგები და დაკომპლექტებულია ჯგუფებიც.

პირველ ეტაპზე სწავლა 3 მიმართულებით დაიწყება.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია - ვებგვერდის შექმნა, ვებსერვერული აპლიკაციები, პროგრამირების საწყისები, პროექტების მართვა და სხვა. 

პროექტის მონაწილეებს კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება ევალებოდათ.

მიღებულ ცოდნას 14-25 წლის ახალგაზრდები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე პრაქტიკაში გამოიყენებენ.

თითოეულ ჯგუფს ტრენინგებს ტექნო პარკის ბაზაზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გადამზადებული ტრენერები ჩაუტარებენ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სამიზნე ჯგუფებს სხვადასხვა საგანმანათლებლო/შემეცნებით პროექტებს სისტემატურად სთავაზობს.

პრევენციული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბენეფიციარებში ინიციატივების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობაა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან“.

სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის შექმნაა.

სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება, მათ შორის ტრენინგები IT მიმართულებით.

ტექნოპარკში თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეების განვითარებისთვის.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics