12:18 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 17:27:43, 1900 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძემ საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გენადი არველაძემ საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

13 წლიანი პაუზის შემდეგ ათენში,საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომა გაიმართა.

სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გეორგიოს კატრუგალოსი უძღვებოდნენ.

გადაწყვეტილება საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მორიგი სხდომის ჩატარების თაობაზე 2017 წლის 28 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.

საბერძნეთის დედაქალაქში ერთობლივი კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებიდან ზუსტად ორ თვეში, უმოკლეს პერიოდშიგაიმართა.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური დიალოგის გააქტიურებასა და საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარეებმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდეს.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და მრეწველობა, ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს.

საბერძნეთის მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომის ოქმს.

საქართველოსა და საბერძნეთს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, 2017 წლის 7-8 ივნისს, ქ. თბილისში დაგეგმილია საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს-ფორუმის გამართვა.

ფორუმის ფარგლებში ქართული და ბერძნული კომპანიების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირისპირ მოლაპარაკებების გამართვის საშუალება მიეცემათ. საბერძნეთის ბიზნესდელეგაციას საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტერენს-ნიკოლაოს ქუიკი უხელმძღვანელებს.

2004 წელს გამართული სხდომის შემდეგ საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის სხდომა პირველად გაიმართა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics