15:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 15:44:45, 1895 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, რიჰარდს კოზლოვსკის შეხვდა.

რიჰარდს კოზლოვსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში სპეციალურად პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

გიორგი მღებრიშვილმა და რიჰარდს კოზლოვსკიმ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს  შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ განცხადებას.

დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას მხარეთა სურვილს, განავითარონ და გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.

ერთობლივი განცხადების თანახმად, ქართველი და ლატვიელი სამართალდამცველები, რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.

გიორგი მღებრიშვილმა ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვისა და ამ კუთხით შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენ ვაფასებთ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებისადმი - გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას. ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ განვითარების საერთო გზა გვაქვს არჩეული და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ერთმანეთს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე, დაგეგმილი სიახლეები და რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics