|
2017-05-30 12:53:28, 2027 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: პოლონეთი იმ სულისკვეთების ძლიერი მხარდამჭერია, რომელსაც თავისუფლების მოყვარე ერების მხარდაჭერა ჰქვია
„პოლონეთი იყო იმ პირველ ქვეყენათა რიგში, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა სცნო, მაშინ როდესაც ჩვენი პირველი რესპუბლიკა ფეხს იდგამდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს მართლაც ჰყავს ძალიან ძლიერი და პრინციპული ხმა, როგორც ევროატლანტიკურ კავშირში, ასევე ევროკავშირში. „ჩვენხელი მოვაწერეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც ეძღვნება საქართველოსა და პოლონეთს შორის აღდგენილ დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წლის წინ. მაგრამ აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების 98 წელი. პოლონეთი იყო იმ პირველ ქვეყენათა რიგში, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა სცნო, მაშინ როდესაც ჩვენი პირველი რესპუბლიკა იდგამდა ფეხს. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, მადლობა მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს აქვს პოლონეთისგან. მადლობა იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც პოლონეთს უკავია საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს ფორმატებში, ევროკავშირის ფორმატებში, გაეროს ფორმატში. ბატონი პრეზიდენტი და პოლონეთი ტრადიციულად არის ძლიერი მხარდამჭერი იმ სულისკვეთების, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ - თავისუფლების მოყვარე ერების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში საქართველოს მართლაც ჰყავს ძალიან ძლიერად მოსაუბრე ხმა და პრინციპული ხმა, ძლიერი ქვეყნისა როგორც ევროატლანტიკურ კავშირში, ასევე ევროკავშირში. შესაბამისად, მეძლევა შესაძლებლობა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს იმ მიღწევებისთვის რაც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით, იქნება ეს ჩვენი ვიზალიბერალიზაციის პროცესი, იქნება ეს ჩვენი ნატო-სთან გაფართოებული თანამშრომლობის პროცესი თუ სხვა წარმატებები. ისტორიულად პოლონელი ხალხი ქართული სახელმწიფოს და ქართველების გვერდით დგას“,-განაცხადა მარგველაშვილმა. ამასთან, მარგველაშვილმა პრეზიდენტ დუდას მისი წინამორბედის ლეხ კაჩინსკის მიერ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. „ბატონ პრეზიდენტს გარკვეული გულისტკივილითაც, მაგრამ ამავე დროს მადლიერებით შეგვიძლია ვუთხრათ მადლობა იმ ღვაწლისთვის რაც მის წინამორბედ კაჩინსკის ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში. მართლაც ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც მტრის არმია შემოდიოდა საქართველოში ჩვენს გვერდით იდგა პოლონეთის პრეზიდენტი და დღეს მინდა პრეზიდენტ დუდას მადლობა ვუთხრა იმ ტრადიციების გაგრძელებისთვის, რომელიც საქართველოს აჩვენა და ქართველ ხალხს აჩვენა ბატონმა კაჩინსკიმ. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობის თაობაზეც. ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის, ასევე განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. ბატონო პრეზიდენტო მინდა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი კმაყოფილება იმით, რომ თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ სიმტკიცეს, რომელიც აქვს ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას და ქართულ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ასევე ევროკავშირის მიმართულებით, ერთგულებას იმ ღირებულებებისადმი რაც ჩვენ გვაერთიანებს, ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალები აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად სიმშვიდე და სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ის როლი, რომელსაც პოლონეთი თამაშობს როგორც ვიშეგრადის, ასევე სამი ზღვის თანამშრომლობის და რეგიონის განვითარების კონტექსტში, ნამდვილად იქნება კიდევ გაძლიერებული. იგულეთ საქართველო როგორც მტკიცე პარტნიორი ამ მიმართულებით“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)