|
2017-05-29 17:27:13, 2632 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ვერსალის სასახლეში შეხვდება
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განხადებით, ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ვერსალის სასახლეში დღეს შეხვდება. პუტინის საფრანგეთში ვიზიტი პარიზში გამართულ გამოფენას უკავშირდება, რომელიც საფრანგეთისა და რუსეთის 300 წლიან დიპლომატიურ კავშირს ეძღვნება. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, პუტინი და მაკრონი სატელეფონოს საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხის განხილვაზე შეთანხმდნენ. 18 მაისს ”Challenges magazine“–თან ინტერვიუში რუსეთის ელჩმა საფრანგეთში, ალექსანდრ ოსლოვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს ოლანდისგან განსხვავებით, მაკრონი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს. "რუსეთი მზად არის გადადგას პირველი ნაბიჯი საფრანგეთის ახალ პრეზიდენტან, რათა ორმა ქვეყანამ გადალახოს ორმხრივი უნდობლობა“, – აღნიშნა ალექსანდრ ოსლოვმა. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან შეხვედრა გააუქმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა, რადგან ოლანდის განცხადებით, რუსეთთან მხოლოდ სირიის საკითხის განხილვას გეგმავდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)