|
2017-05-29 13:37:42, 1900 ნახვა
საზოგადოება
ახმეტელის თეატრში სერგო რატიანის გამოვლას ხმაური მოჰყვა
"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის გამოსვლას ახმეტელის თეატრში, სადაც კონსტიტუტციის პროექტის საერთო სახალხო განხილვა მიმდინაროებს, ხმაური მოყვა. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ პარტიას წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობა შეახსენა. შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ კი, პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ცნობისთვის, სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. განხილვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგო რატიანი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)