|
2017-05-29 11:59:41, 2031 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
როუზ გოტემიულერი: ძალიან კარგია, რომ ნატო-მ კვლავ ჩამოკრა ზარები გამოღვიძებისა
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერმა თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. ერთი-ერთი შეკითხვა ალიანსის დაფინანსების საკითხს ეხებოდა. მისი თქმით, 2014 წლამდე ნატო ფაქტობრივად ფინანსური კრიზისის წინაშე იდგა, თუმცა 2015 წლის უელსის სამიტის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ამბობს, რომ თავდაცვაზე ხარჯების გაზრდის თაობაზე, სრული სურათი მას შემდეგ ექნებათ, რაც საბუღალტრო გამოანგარიშებები დამთავრდება: „2014 წლამდე ხდებოდა მუდმივი შემცირება ბიუჯეტისა და ფგაქტობრივად ჩვენ ფინანსური კრიზისის წინაშე ვიდექით და გარკვეულწილად ალიანსის დაფინანსება დაეცა. მაგრამ 2015 წლიდან უელსის სამიტის შემდეგ, როდესაც პატარა მწვანე შუქი აინთო და შემდეგ 2016 წლისთვის ფაქტობრივად მივიღეთ 3.8 მეათედი პროცენტის ზრდა, რაც 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს ციფრობრივად. საბუღალტრო ჟურნალებს მალე დავხურავთ, გამოანგარიშებები დამთავრდება და გამოვაქვეყნებთ ჩვენს ბოლო ციფრებს დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს მწვანე შუქი არსებობს, ანთებულია და ჩვენ ნამდვილად გვექნება სრული სურათი თავდაცვაზე ხარჯების გაზრდის თაობაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოკავშირეებს, უელსის სამიტის მონაწილეებს, რადგან ყველამ გამოავლინა ერთნაირი ინტერესი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. მით უმეტეს რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ეს წამოწყებულ იქნა 2008 წელს, რასაც მოჰყვა კიდეც ფინანსური კრიზისი, შემდეგ უკვე 2014 წელს გაგრძელდა ეს აგრესია უკრაინაში ამიტომ, ჩვენ როგორც ერთი მზად ვართ, ნატოს სათანადო დაფინანსების პროცესი სწორი, საჭირო მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან კარგია, რომ ნატო-მ კვლავ ჩამოკრა ზარები გამოღვიძებისა და ძალიან მიხარია, რომ ეს ასე მოხდა“,-აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ. მას ასევე ჰკითხეს-თუ როგორ გეგმავს ნატო ჰიბრიდულ ომს შეეწინააღმდეგოს იმ ქვეყნებში, რომლებიც დასავლურ ოჯახში გაწევრიანებას გეგმავენ: „ნატო-ს ყოველდღიურად აქვს სამოქმედო გამოწვევები. ჩვენ ვებრძვით მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებასა და გავრცელებას. ეს ბრძოლა მომდინარეობს ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ შევედით ჰიბრიდული ომების ეპოქაში, პროცესში. არ გვინდა ჩვენი რეაგირება მხოლოდ აბსტრაქტული იყოს. ოპერაციები უნდა დავგეგმოთ, დავნერგოთ საწვრთნელი ტრენინგები. ჰიბრიდული ომის ოპერაცია ამას მოითხოვს და ვატარებთ კიდეც. ჩვენს ალიანში ეს მოძრაობა გაგრძელდება. ალიანსის წევრების ერთიანობა-ესაა ის შემაწებებელი მასა, რომელიც საბოლოო ჯამში კონსესუსს იწვევს“,-განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერმა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)