|
2017-05-27 14:23:14, 2655 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში პოლიციამ 10 წლის ბიჭი ქუჩაში შექსპირის კითხვის გამო დააკავა (ვიდეო)
მოსკოვის პოლიციამ 10 წლის ბიჭა დააკავა, რომელიც ქუჩაში ლექსებს ხმამაღლა კითხულობდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი დედინაცვალთან ერთად იყო, ის განყოფილებაში მშობლის გარეშე წაიყვანეს. ბიჭის მამა ილია სკავრონსკი აცხადებს, რომ ბავშვი დედინაცვალთან ერთად ქუჩაში სეირნობდა, რა დროსაც უილიამ შექსპირის "ჰამლეტის" კითხვა ხმამაღლა დაიწყო. "ჩემ შვილს პოლიცია მიუახლოვდა, მეუღლე კი, რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო. სამართალდამცველებმა საკუთარი თავი არ წარადგინეს. ბავშვს რაღაცას ელაპარაკებოდნენ. ამის შემდეგ ხელები გაუკოჭეს, ამის ამსახველი ვიდეო მასალაც არის. ამ დროს ჩემი მეუღლეც მივიდა, ცდილობდა ბავშვს დახმარებოდა, მაგრამ ამაოდ. საბოლოო ჯამში კი მას ტანსაცმელი გაუხიეს", - განაცხადა ბიჭის მამამ. მისივე თქმით, პოლიცია დაკავების დროს ძალიან უხეშად იქცეოდა და უცენზურო სიტყვებს იყენებდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაა ასახული. ბავშვი სამართალდამცველებს სთხოვს, თავი დაანებონ, თუმცა პოლიციის ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებული ბავშვის მამამ განმარტა, რომ მისი შვილი თეატრალურ კოლეჯში სწავლობს და პერიოდულად ქუჩაში ლექსებს და სპექტაკლების ამონარიდებს კითხულობს. თვითმხილველების თქმით, 7 მაისს გავრცელდა ვიდეო სადაც აღნიშნული ბიჭი "ჰამლეტს" კითხულობდა. ის ქუჩის არტისტია და შესაბამისად მას ხანდახან ფულსაც აძლევენ, თუმცა უსახლკარო არ არის. როგორც BBC წერს, 10 წლის ბიჭი იმავე დღეს, გვიან ღამით გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც განყოფილებაში მამამისი და ადვოკატი მივიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ ბავშვის მამას ბოდიში მოუხადა. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა გამოძიება დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)