|
2017-05-27 12:02:17, 1964 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქვეყნის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს
დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წახალისდებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ მზარდ ტენდენციას ჩვენი ქვეყნიდან წასული ადამიანების უფრო და უფრო მეტი ჩართულობისა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიხილეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან, რაც ძალიან იმედისმომცემია. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ჩვენი დიასპორის დაინტერესებას საქართველოში ბიზნესის წარმოებით, ასევე გვაქვს იმედი, რომ თქვენ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, რათა საერთაშორისო ბიზნესწრეებში პოპულარიზაცია გაუწიოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს. ჩვენ სპეციალური ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომდგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამორჩეულად წარმატებული ადამიანები არიან, თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ქვეყნების წინსვლაში, სადაც ისინი ცხოვრობენ; ასევე, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. „ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება, რასაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შევუწყობთ ხელს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამემამულეს, რომელმაც წვლილი შეიტანა უცხოეთში ქართული ეკლესია-მონასტრებისთვის უძრავი ქონების შეძენის საქმეში. ამას უდიდესი როლი ენიჭება ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით. მინდა, თითოეული ჩვენი თანამემამულის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, იმისთვის, რომ ის მთელი ამ 40 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულ სითბოს უნაწილებდა თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ის სითბო, რომელსაც ისინი იღებენ ჩვენი პატრიარქისგან. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს ამ განსაკუთრებული სითბოსთვის და განსაკუთრებული ზრუნვისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ინიციატივას, რომლიც დაეხმარება ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, მის ეფექტიან თანამშრომლობას სამშობლოსთან, საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საერთაშორისო მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)