|
2017-05-26 16:41:32, 1845 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ფოთიდან მიულოცა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ქალაქ ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. „მთელს საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს კარიბჭიდან - ფოთიდან. ფოთი არის საქართველოს გასასვლელი ევროპაში, სივრცეში რომლისკენაც ვისწრაფვით და რომლის ნაწილიც ვიყავით ყოველთვის. 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, საქართველოს ბევრჯერ დაუკარგავს დამოუკიდებლობა, ბევრი სისხლი დაღვრილა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს დამოუკიდებლობა განმტკიცდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მინისტრი ფოთში, კოლხური კულტურის მუზეუმში გამართული გამოფენის - "საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლების“ გახსნის ცერემონიას დაესწრო. სოზარ სუბარმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და ფოთის ცენტრალურ პარკში დასრულდა. ფოთის ცენტრალურ პარკში მოეწყო „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა, გაიმართა სპორტული ღონისძიებები, გამოფენები და კონცერტები. სოზარ სუბარმა ფოთის პარკში წარმატებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს სპეციალური ჯილდოები გადასცა. (NS)
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)