|
2017-05-26 15:58:58, 1888 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ზურაბ პატარაძემ 26 მაისი მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ,,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღლებული და საამაყო დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. 26 მაისი ეს ჩვენი დღეა, ეს საქართველოს ყველა მოქალაქის დღეა, ეს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართველის დღეა. გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ, ძლიერ და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! გისურვებთ იმ ღირებულებებით ცხოვრებას, რომელიც 850 წელია ჩვენში უცვლელად ცოცხლობს და რომელსაც „ვეფხისტყაოსნის" ღირებულებები ჰქვია!", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მემორიალთან შეკრებილებმა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები, მათი ღვაწლი და თავდადება გაიხსენეს. აქვე წარმოდგენილი იყო ქალაქის არქივში დაცული ფოტოები, რომლებიც იუნკერების საფლავების აღმოჩენას უკავშირდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, მოცეკვავეები, სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები. საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ საოცრებათა პარკისკენ გადაინაცვლა. ღონისძიება გაგრძელდა ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღის ბოლომდე გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა. დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. ბათუმელმა სტუდენტებმა „ვეფხისტყაოსნიდან" სტროფები 8 ენაზე წაიკითხეს. გამოიფინა სტუდენტთა ნახატები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის" გამოცემები. მწერალთა კავშირის მიმდებარედ კი „ვეფხისტყაოსნის" აუდიო კითხვა მოეწყო. 26 მაისის ღონისძიებები აღინიშნა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში, სადაც სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. დღის ბოლოს ანბანის კოშკთან ქართველი პოპ-ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება. ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)