|
2017-05-26 15:54:12, 2536 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში „ბოევიკებმა“ 2 ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი
ეგვიპტეში „ბოევიკებმა“ 2 ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა პროვინცია ელ-მინიაში მოხდა. ავტობუსს ადგილობრივი ქრისტიანები სალოცავად გადაჰყავდა. როგორც BBC წერს, ინციდენტის შედეგად 25 ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა ბავშვები არიან. როგორც მედია იტყობინება, თავდასხმა ათობით ბოევიკმა განახორციელა. სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელები შენიღბულები იყვნენ და მათი დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ცნობისთვის, 9 აპრილს ეგვიპტეში ორ ეკლესიაში აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. ბოევიკები ეგვიპტელ კოპტებზე თავდასხმებს პერიოდულად ახორციელებენ. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)