|
2017-05-26 15:48:27, 1522 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ დამოუკიდებლობის დღე თელავში აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში უმასპინძლა. პროექტი - „ეს ჩემი ქალაქია“ სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში წარმოადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი კუთხე დაათვალიერა. იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი დახვდათ: სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ გამოავლინა და მათ ავტორებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცა. შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი - „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა. შსს-ს მომსახურების სააგენტომ შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. მოქალაქეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია სტუმრებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიასა და საკუთარ სპორტულ მიღწევებზე ესაუბრა. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)