|
2017-05-26 15:17:38, 1528 ნახვა
საზოგადოება
26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე სტენდი წარმოადგინა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტენდი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 26 მაისის ღონისძიებები წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეის ქვეშ ერთიანდება. „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილ ყველა სტენდასა და დეკორაციაში იკითხება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროც ყოველწლიურად ჩართულია საზეიმო ღონისძიებებში და განსხვავებული კონცეფციის სტენდებზე მრავალფეროვან პროდუქციას წარუდგენს მოსახლეობას. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს სტენდზე საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნატოს საპარლამენტო ასსამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის და ასამბლეის დელეგატებს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოების (შპს გეოპლანტი, შპს ვინივერია, შპს გემუანი, შპს მარანული, შპს ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია, შპს თელეთის ყველის სახლი, შპს ახალი მესხეთი, შპს ნატურა თი კომპანი, შპს ჯეოკონცენტრატი, შპს NUTS.GE) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების (რკ.ზირა, რკ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინო, რკ. აგრო-ჯი, რკ. ნაგომარი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი რკ ბარალეთი 2008, ინაბოძი, ალვანი, რკ. თერჯოლის ღვინო, რკ. დარჩელის თხილი, ბაიას ღვინო) მიერ წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა. სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები ორიგინალურ დეკორაციებთან, რომლებიც ქართული ხილითა და ბოსტნეულით იყო გაფორმებული. 26 მაისის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)