|
2017-05-26 11:06:33, 1927 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა: ეს ჩვენი მთავარი დღესასწაულია, რადგან თავისუფლებაზე მეტად ქართველ ადამიანს არაფერი უყვარს
ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართველ ადამიანს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე მეტად არაფერი უყვარს. „მოგილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი მთავარი დღესასწაული, რადგან თავისუფლებაზე მეტად ქართველ ადამიანს არაფერი უყვარს. ყველა სამინისტრო ძალიან მიხარია, რომ ლამაზად და კარგად არის წარმოდგენილი. ვესტუმრეთ სპორტის და სოფლის მეურნეობის სტენდებს. განათლების სამინისტრომ სცადა, რომ ბავშვებისთვის სახალისო ღონისძიებები მოეწყო. მინდა ყველას ვთხოვო, თუნდაც ცოტა ხნით ბავშვები მოიყვანონ, არაჩვეულებრივი გაკვეთილებია დაწყებული. დაწყებული რობოტების სწავლებით და დამთავრებული კალიგრაფიით. მთავარი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ სწავლა ყველაზე მაგარი გართობაა“, - განაცხადა ჯეჯელავამ. ცნობისთვის, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს სტენდი რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ არის განთავსებული. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე წარმოდგენილია ინფორმაცია უძველესი ქართული დამწერლობის შესახებ, „ვეფხისტყაოსნის“ წიგნები. გარდა ამისა, მოწყობილია ღია საკლასო ოთახი, სადაც სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალური სახალხო გაკვეთილები ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)