საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით გაიხსნება. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გარდა ამისა, ადგილზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა:
ქვეითთა საბრძოლო მანქანა EJDER 6X6
• მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი
• გამოშვების წელი - 1999
• ექსპლუატაციაში შევიდა - 1999
• სიგრძე - 7 მ.
• სიმაღლე - 2.4 მ.
• სიგანე - 2.6 მ.
• წონა - 18 ტონა
• ძრავი - 402 ცხენის ძალა
• სიჩქარე ტრასაზე - 110 კმ/სთ
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა LAR-160 (გრად-ლარი)
• გათვლა - 5 სამხედრო მოსამსახურე
• პაკეტების რაოდენობა - 2 ერთეული
• კალიბრი - 160 (122) მმ.
• სროლის მაქსიმალური მანძილი - 45 კმ.
• რაკეტების რაოდენობა - 26 რაკეტა
• სრული პაკეტის დაცლის დრო - 46.8 წამი
თვითმავალი ჰაუბიცა DANA
• ეკიპაჟი - 5-6 სამხედრო
• წონა - 29 ტონა
• შეიარაღება:
• ჰაუბიცა - 152 მმ
• ტყვიამფრქვევი - 12.7 მმ
• სროლის მაქსიმალური სიშორე - 18700 მ
• მანქანის მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ
• ძრავის სიმძლავრე - 345
• წარმოებულია ჩეხეთში
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“
• სიგრძე 6130 მმ
• სიგანე 3068 მმ
• სიმაღლე 2163 მმ
• ცარიელი მასა 14850 კგ
• კიპაჟი 3 კაცი
• დესანტი 7 კაცი
• მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ
• ძრავის სიმძლავრე 400 ცხ/ძალა
• საწვავის ავზი 400 ლიტრი
• ჯავშანი 4569 STANAG
• შეიარაღება - დისტანციური მართვის მოდული 23 მმ ავტომატური ქვემეხით 2A14 და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით ПКТ
• საბრძოლო კომპლექტი:
ქვემეხზე 100 ჭურვი
ტყვიამფრქვევზე 500 ვაზნა
• წარმოებულია საქართველოში
მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა დიდგორი-3
• მასა - 10100 კგ
• სიგრძე - 6500 მმ
• სიგანე - 2110 მმ
• სიმაღლე - 2260
• ეკიპაჟი - 3 კაცი
• დესანტი - 7 კაცი
• სავალი ნაწილის ფორმულა - 3X3
• შეიარაღება - დისტანციური მართვის მოდული: აღჭურვილია 7,62 და 12,7 მმ ტყვიამფრქვევებით + ძარაზე დამონტაჟებული 2 ცალი 7,62 მმ ტყვიამფრქვევი
• წარმოებულია საქართველოში
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – რს-122
• შასი - КрАЗ-63221
• ეკიპაჟი - 5 კაცი
• მიმმართველი მილების რაოდენობა -პაკეტში 40 ერთეული
• სრული ზალპის ხანგრძლივობა - 20 წმ
• მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე - 70 კმ/სთ
• სვლის მარაგი - 500 კმ
• კალიბრი - 122 მმ
• სროლის მინიმალური მანძილი - 1000 მეტრი
• სროლის მაქსიმალური მანძილი - 45000 მეტრი (დამოკიდებულია რაკეტის ტიპზე)
წარმოებულია საქართველოში
სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა
• ცარიელი მანქანის წონა - 8200 კგ
• ძრავის სიმძლავრე - 356 ცხ.ძ
• თვლების ფორმულა - 4X4
• მაქსიმალური სიჩქარე - 120 კმ/სთ
• სვლის მარაგი - 500 კმ
• ეკიპაჟი - 2 კაცი
• დაჭრილების გადაყვანის შესაძლებლობა - 4
• წარმოებულია საქართველოში
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70
• კალიბრი - 122 მმ
• რაკეტების რაოდენობა - 40 ერთეული
• წონა საბრძოლო მდგომარეობაში - 33700 კგ
• გათვლა - 6 სამხედრო მოსამსახურე
• სროლის სიშორე - 8 - 20.5 კმ
• ცეცხლის ხანგრძლივობა - 20 წმ
• მანქანის მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ
• ძრავის სიმძლავრე - 270 ცხენის ძალა
ნაღმგამძლე, ჩასაფრებისგან დაცული ჯავშან-ავტომობილი MAX PRO DASH
• ტიპი - სპეციალური ტექნიკა
• გადაცემათა კოლოფი - 5 სიჩქარიანი
• ძრავი - დიზელი (9.0)
• სიმძლავრე - 375 ცხენის ძალა
• შეიარაღება - 7.62 ტყვიამფრქვევი
• წონა - 21 ტონა
• ეკიპაჟი - 7 სამხედრო
• ჯავშან-ავტომობილი გამოიყენება ქართული ქვედანაყოფების ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის მომზადების პროცესში
საჰაერო თავდაცვის მობილური სისტემა SPIDER
• მანქანის წონა - 10.350 კგ.
• მაქსიმალური სიჩქარე - 90 კმ/სთ
• გათვლა - 2 სამხედრო მოსამსახურე
• შეიარაღება - PHYTON 4 ტიპის რაკეტები (4 ერთეული)
• კალიბრი - 160 მმ
• რაკეტის წონა - 103 კგ
• სროლის მანძილი - 9 კმ სიშორე, 4.5 კმ სიმაღლე
მოდერნიზებული ჯავშანმანქანა ბრდმ-2
• ძრავას სიმძლავრე 160 ცხ/ძალა
• სვლის მარაგი 500 კმ
• ეკიპაჟი 2 კაცი
• დესანტი 4 კაცი
• გადაცემათა კოლოფი მექანიკური
• სავალი ნაწილის ფორმულა 4X4
• შეიარაღება - დისტანციური მართვის მოდული 23 მმ
• ავტომატური ქვემეხით 2A14 და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით ПКТ
• საბრძოლო კომპლექტი:
ქვემეხზე 100 ჭურვი
ტყვიამფრქვევზე 500 ვაზნა
ინტეგრირებული ქსელების მანქანა
• სიგრძე 6120 მმ
• სიგანე 2350 მმ
• მასა 8200 კგ
• ძრავის სიმძლავრე 356 ცხ/ძალა
• სავალი ნაწილის ფორმულა 4X4
• სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი - ავტომატური
• მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ
• სვლის მარაგი 500 კმ
• ეკიპაჟი 5 კაცი
• წარმოებულია საქართველოში
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან