|
2017-05-25 18:06:00, 2558 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი - ბათუმში გამართული საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პარტნიორი
22-23 მაისს საკონსულტაციო კომპანია „IBF“-ის ორგანიზებით ბათუმში სასტუმრო ეიფორიაში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი იყო პაშა ბანკი. ფორუმის მთავარი თემა იყო ლიდერობა და შესაბამისად, სპიკერების შერჩევის მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ლიდერის თვისებები და შესაბამისი გამოცდილება იყო. მოწვეული ექვსი სპიკერი სხვადასხვა სფეროს მოწინავე წარმომადგენელია: - პიერლუიჯი კოლინა - FIFA-ს მიერ ექვსჯერ აღიარებული „წლის საუკეთესო მსაჯი“, UEFA-ს მსაჯთა კომიტეტის წევრი - მარშალ გოლდსმითი - ამერიკის ლიდერობის #1 ქოუჩი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს ტრენერი, 30-ზე მეტი პროფესიული სახელმძღვანელოს ავტორი, ბოლო ათწლეულის მსოფლიო მოაზროვნეთა 50-ეულის წევრი Thinkers50-ის მიხედვით - კევინ გასკელი - კომპანიების „Porsche“ და „Lamborghini“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი - შონ ფიცპატრიკი - ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „All Blacks“ ყოფილი კაპიტანი, Front Row Leadership-ის დამფუძნებელი და დირექტორი - დანანჯაია ჰეტიარაჩჩი - საჯარო გამოსვლების მსოფლიო ჩემპიონი (2014წ.), HR ექსპერტი და ქოუჩი - ჯონ კინგი - New York Times-ის მიერ აღიარებული ბესთსელერის „Tribal Leadership“-ის თანაავტორი და სამოტივაციო სპიკერი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ სტუმრები 14 ქვეყნიდან, მათ შორის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, სტარტაპები, დელეგატები სახელმწიფო სექტორიდან და ჟურნალისტები. „პაშა ბანკი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს მსგავს პროექტებს. აღნიშნული ფორუმის თემატიკა სტუმრებისთვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა და ამას მოწმობს ღონისძიებაზე დასასწრებად ბათუმში ჩასული სტუმრების რაოდენობაც. იმედია, მსგავსი ფორმატის ფორუმები მომავალშიც გაიმართება“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. „ეს არის უნიკალური ფორმატის მქონე ბიზნეს ფორუმი, რომელმაც საშუალება მისცა როგორც ადგილობრივ, ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს, დასწრებოდნენ მსოფლიო კლასის სპიკერებს. მოხარული ვართ, რომ მივიღეთ დადებითი გამოხმაურება, რაც ჩვენთვის მოტივატორი იქნება შემდგომი ღონისძიებების დასაორგანიზებლად.“ – განმარტავს გუგა კობახიძე, კომპანია „IBF“-ის დამფუძნებელი.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)