|
2017-05-25 17:26:31, 2150 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ მომხმარებელს Hitachi-ს ბრენდის მაცივრების უახლესი სამი მოდელი წარუდგინა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ მომხმარებელს Hitachi-ს ბრენდის მაცივრების უახლესი სამი მოდელი - Glass Deluxe-ი, Glass-ი და Standard-ი წარუდგინა. ახალი მოდელის მაცივრები თანამედროვე ფუნქციებით და ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ბრენდის მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეს Dual Fun Cooling სისტემა წარმოადგენს, ეს გახლავთ სწრაფი გაყინვის ტექნოლოგია, რომლის შედეგადაც გაყინვისას სასარგებლო ვიტამინების დანაკარგი მცირდება. ასევე ამ სისტემის საშუალებით ყინულის მომზადება შესაძლებელია 50%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი გაყინვის დროს. სისტემა Minus-Zero უზრუნველყოფს ცივი ჰაერის ნაკადის ეფექტურ გადანაწილებას მაცივარში და კლიმატკონტროლის სისტემის ზუსტ და სწრაფ მართვას, რომლის შედეგადაც მაქსიმალურად შემცირებულია ჰაერის პირდაპირი ზემოქმედება პროდუქტზე. Nano Titanium ფილტრი და Triple Clean ჰაერის გაწმენდის სამმაგი სისტემა არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და აქრობს არასასიამოვნო სუნს. ავტომატური სისტემა Nano Moisture არეგულირებს ტენიანობას საყინულეში. Hitachi-ს ბრენდის მაცივრებში გამოიყენება გამოწრთობილი მინის თაროები, რომლებიც უძლებს 100კგ დატვირთვას განაწილებულს მთელ ზედაპირზე. სპეციალური საფარი იცავს მინის თაროს ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებისგან. როგორც Hitachi-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ჰიდერონი ზენმა აღნიშნა, საქართველოს ბაზარზე ბრენდს ბევრი მომხმარებელი ჰყავს. "დღეს წარვადგინეთ Hitachi-ს ბრენდის მაცივრების უახლესი სამი მოდელი. "ელიტ ელექტრონიქსთან" ბიზნეს ურთიერთობები ჯერ კიდევ 2015 წელს დავიწყეთ. მას შემდეგ ჩვენი ბიზნესი უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. ძალიან გვიხარია, რომ ახალი მოდელების პრეზენტაციას ვატარებთ საქართველოში "ელიტ ელექტრონიქსთან" ერთად, რადგან Hitachi-ს ბრენდს ქართულ ბაზარზე ბევრი მომხმარებელი ჰყავს", - აღნიშნა ჰიდენორი ზენმა. "ელიტ ელექტრონიქსის" მარკეტინგის მენეჯერის მარიამ ჩიტიაშვილის თქმით, მაღაზიის მომხმარებლებს ახალი მაცივრების შეძენა დღეიდან შეუძლიათ. "ელიტ ელექტრონიქსი გამუდმებით ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებელს პირველმა მიაწოდოს ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. მოცემულ პრეზენტაციაზე „ელიტ ელექტრონიქსმა“ მომხმარებელს წარუდგინა Hitachi-ს ბრენდის უახლესი სამი მოდელი. ესენია: Glass Deluxe, Glass და Standard. მოცემული მაცივრები გამოირჩევა ტექნოლოგიური სიახლეებით და დახვეწილი დიზაინით. ჩვენ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ აღნიშნული მაცივრები შეიძინონ ჩვენს მაღაზიათა ქსელში ხელსაყრელი და განვადების მოქნილი პირობით. აქვე შევახსენებ მომხმარებელს, რომ Hitachi-ს ბრენდი გახლავთ საქართველოში ელიტ ელექტრონიქსის ექსკლუზიური პარტნიორი", - განაცხადა მარიამ ჩიტიაშვილმა. ცნობისთვის, „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში Hitachi-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერია. იაპონური ბრენდი 107 წელია რაც მოღვაწეობს ბაზარზე. კომპანია ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს აწვდის მომხმარებელს და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი პირველია. საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი - "ელიტ ელექტრონიქსი" კი, უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებითა და უმაღლესი ხარისხის ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)