|
2017-05-25 14:48:56, 2923 ნახვა
სამართალი
თურქეთის პრემიერმა კვირიკაშვილისგან ყველა პირის ექსტრადიცია მოითხოვა, ვინც გიულენთან თანამშრომლობს
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 23 მაისს გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ სასწავლო დაწესებულებში მომუშავე ადამიანების თურქეთში ექსტრადირება მოითხოვა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" გიულენის სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებმა აცნობეს. მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრისას თურქეთის პრემიერმა პირდაპირ და მკაცრად მოითხოვა დემირელის სკოლის ასევე შაჰინის სკოლის თანამშრომლების თურქული მხარისთვის გადაცემა. ექსტრადირებულებს შორის შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ. უკვე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. როგორც სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების თანამშრომლები „ექსპრესნიუსთან“ ამბობენ, ისინი აბსურდული ბრალდებებით თურქეთში ექსტრადირებას ელოდებიან. შეგახსენებთ, 23 მაისს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თურქ კოლეგასთან ერთად, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომას უხელმძღვანელა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)