|
2017-05-25 13:18:56, 1649 ნახვა
საზოგადოება
N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონები ესტუმრნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას დღეს ძალოსნობაში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ესტუმრნენ. ქალ მსჯავრდებულებთან შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, ძალოსანთა ეროვნული ფედერაციისა და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მხარდაჭერით შედგა. სტუმრებს შორის იყვნენ: ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე, ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელი დავით ყალიჩავა, თბილისის მერის მრჩეველი კახაბერ ცეცხლაძე და ძალოსნობის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები. სტუმრებმა ქალი მსჯავრდებულებისთვის სპორტული ვიქტორინა გამართეს და გამარჯვებულებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და მუსიკალური ინსტრუმენტები თავიანთი ხელმოწერებით გადასცეს. ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებმა თათია ლორთქიფანიძემ და სოფო მუკათარიძემ კი სპორტულ-საჩვენებელი გამოსვლაც შესთავაზეს მსჯავრდებულებს. ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა სამინისტროს იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ქალ მსჯავრდებულებთან ერთად გაგვეზიარებინა ტკივილიც, სიხარულიც და გამარჯვებაც. ჩვენ ჩავატარეთ ვიქტორინა, რომელშიც ქალბატონებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულად უნდა ტარდებოდეს, რაც ყოველმხრივ დადებითად აისახება როგორც მსჯავრდებულებზე, ასევე ჩვენზეც. აქედან დადებითი ემოციებით მივდივართ,“-განაცხადა კახი კახიაშვილმა. ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო იყო, თუ რა ვითარება დახვდებოდა N5 ქალთა დაწესებულებაში. „თავდაპირველად მსურს ყევლა მათგანს თავისუფლება და სწორი გზით ცხოვრება ვუსურვო. ჩვენი ვიზიტი სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოვუწოდოთ. შევეცადეთ ქალბატონები გაგვეხარებინა. მომავალშიც მივესალმები მსგავს ღონისძიებებს,“- განაცხადა ლაშა ტალახაძემ. საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებისა და სტუდია „გუთნის“ წარმომადგენლის დავით ყალიჩავას განცხადებით, კოლეგებთან ერთად ის ხშირად სტუმრობს პენიტენციურ დაწესებულებას. „სტუდია „გუთანი“ და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება 11 თვეში დაახლოებით 20-ჯერ ვიყავით დაწესებულებაში და მსჯავრდებულებს ეროვნულ-მართლმადიდებლურ ფილმებს ვაჩვენებდით. აღნიშნული იდეა ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად დაიბადა. ვიმედოვნებ მიმდინარე წლის განმავლობაში არა მარტო ძალოსანი, არამედ ყველა სახეობის ოლიმპიელები შემოვლენ და შეხვდებიან მსჯავრდებულებს,“-განაცხადა დავით ყალიჩავამ. დღესვე, სპორტსმენების დახმარებით N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას პიანინო გადაეცა.
(NS)
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)