|
2017-05-25 10:59:42, 2502 ნახვა
მსოფლიო
მანჩესტერში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა - შესაძლოა, ახალი ტერაქტი მზადდებოდა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, მანჩესტერში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ The Independent იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობით ახალი ტერაქტი მზადდებოდა. სპეცსამსახურების თქმით, არ არის გამორიცხული კიდევ იყოს რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც ტერორისტები, უახლოეს მომავალში, დიდ ბრიტანეთში ახალ ტერაქტებს გეგმავენ. ამასთან, პოლიციას მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით სულ 8 ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)