2017-05-24 18:50:18, 2318 ნახვა
სამართალი
დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე, შიდა ქართლის პოლიციის 2 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ორივე პირი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ირაკლი ხახუაბიას შვილი, ბექა ხახუბია რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან