|
2017-05-24 18:00:52, 2342 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ლიონელ მესის 2.1 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა
არგენტინის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელს, ლიონელ მესის ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 21 თვიანი სასჯელი ძალაში დატოვა, - ამის შესახებ Lenta იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ფეხბურთელს ჯარიმის სახით 2.1 მილიონი ევროს გადახდა დაევალა, ხოლო ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის 1,3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. საქმე 2007-2009 წლებში, გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობას ეხება. როგორც პროკურორი განმარტავს, საერთო ჯამში მესიმ ესპანეთის მთავრობას 4.1 მილიონი ევრო დაუმალა. მედიის ცნობით, 2 წლამდე სასჯელი ეკონომიკური დანაშაულისთვის ესპანეთში ციხეში ჩაჯდომით არ ისჯება. შესაბამისად, არგენტინელს ციხეში ჩაჯდომა არ მოუწევს. თავდაპირველად საქმის პროკურორი ლეო მესისთვის და მამამისისთვის 3 წლიან პატიმრობას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ სასჯელის ვადა 1 წლამდე და 9 თვემდე შეამცირა. ფეხბურთელი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)