14:43 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 13:52:54, 1847 ნახვა

საზოგადოება
„ერთი დღე აკადემიაში“ - შსს–ს აკადემიაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

შსს-ს აკადემიაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის - „ერთი დღე აკადემიაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე ესწრებოდნენ.

შსს-ს აკადემია ახალი პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის თანამშრომლების, ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო სასწავლო კურსებსა და პრაქტიკულ სამუშაოებში შემდეგი მიმართულებებით: პირველადი სამედიცინო დახმარება; სამგზავრო დოკუმენტები; კრიმინალისტიკა; ვირტუალური ტირი; ხელჩართული ბრძოლის ილეთები; შსს-ს არქივში დაცული საქართველოს თანამედროვე ისტორიის საარქივო მასალები.

საპილოტე პროექტში მონაწილეობას შსს-ს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.policeacademy.gov.ge დარეგისტრირებული საჯარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ.

პროგრამა  როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას მოიცავს. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდებათ. ტესტირების შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს შესაბამის სერთიფიკატებთან ერთად პრიზები გადაეცემათ. ტესტირების ყველა მონაწილე ასევე მიიღებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ სერთიფიკატსა და სამახსოვრო საჩუქრებს, აკადემიის სიმბოლიკით.

პროექტის მიზანია შსს-ს აკადემიის პოპულარიზაცია, პოლიციის როლის უკეთ წარმოჩენა და შსს-ს აკადემიაში მიმდინარე პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ მოსწავლეების ინფორმირება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მანქანების რეექსპორტის გზით გადასახადს თავი აარიდეს - 3 პირი დააკავეს, 16-ს ბრალი წარედგინა
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics