|
2017-05-24 11:20:45, 2399 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს 34,1 მილიონ დოლარს გამოუყოფენ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერას განაგრძობს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტის პროეტთან არის დართული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარდაჭერა გრძელდება, რათა ამ ქვეყნებმა საკუთარი მომავალი თავად განსაზღვრონ, როდესაც ისინი ატარებენ კრიტიკულ რეფორმებს პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და თავდაცვის განსამტკიცებლად. განცხადების თანახმად, „რუსეთის აგრესია უკრაინაში, ასევე ყირიმის, საქართველოსა და მოლდოვის ნაწილების ოკუპაცია ეწინააღმდეგება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო პრინციპებს“. ამასთან, რაც შეეხება დაფინანსებას, პროექტის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს საქართველოს დასახმარებლად 34 მილიონ 100 ათასი დოლარის გამოყოფას გეგმავს. კერძოდ კი, ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ხაზით საქართველოსთვის 28 მილიონი დოლარია გამოყოფილი, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის - 3 მილიონი დოლარი, სტრატიგიული ვაჭრობის კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე - 900 ათასი დოლარი და ქართველი ჯარისკაცების გაწვრთნის პროგრამაზე - 2,2 მილიონი აშშ დოლარი. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, დაფინანსება საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიზაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ხელს შეუწყობს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სამხედრო დახმარებისთვის თანხა გათვლილი არ არის, როდესაც 2016 წელს დამტკიცებული და დღემდე მოქმედი ბიუჯეტის ამ პუნქტში გათვალისწინებული იყო 30 მილიონი დოლარი. ამასთან, ზოგადად აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯი $3,6 ტრილიონით უნდა შემცირდეს. აღნიშნული სეკვესტრი აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესია. 32-პროცენტიანი შემცირება იგეგმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარამენტის ბიუჯეტშიც. ცნობისთვის, საქართველოსთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს დამტკიცებული და დღემდე მოქმედი დახმარების მოცულობა 80 მილიონზე მეტია. დოკუმენტის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.state.gov/documents/organization/271013.pdf https://www.state.gov/documents/organization/271014.pdf
მანქანების რეექსპორტის გზით გადასახადს თავი აარიდეს - 3 პირი დააკავეს, 16-ს ბრალი წარედგინა
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)