11:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 11:27:19, 2046 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დევიდ მაკალისტერი: საქართველოს წარმომადგენლებს მოვუწოდე, ვენეციის კომისიის ექსპერტების რჩევები გაითვალისწინონ

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ინტენსიურ კონსულტაციებს იღებენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისაგან, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მაკალისტერმა აღნიშნა,  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციებს იღებს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისგან. 

"ჩვენ ვიცით, რომ სრულყოფილი სისტემა არ არსებობს, აქედან გამომდინარე ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციებს იღებენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისაგან ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ფართო კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, რადგან ძირეულ ცვლილებას ჰქონდეს წარმატება ქვეყანაში. ჩვენი შეხვედრებისას საქართველოს წარმომადგენლებს მოვუწოდე გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის ექსპერტების რჩევები, რადგან ისინი არიან ამ სფეროს ექსპერტები", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics