|
2017-05-23 22:59:55, 676 ნახვა
სპეციალური ანონსი
24 მაისის ანონსი
24 მაისს, 09:30 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან. 24 მაისს, 09:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი გაუძღვება. 24 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მეორე გაფართოებული სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიღებს მონაწილეობას. 24 მაისს, 10:00 საათზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპის დღეების ფარგლებში გახსნის სამუშაო შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“. ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტკის მინისტრი კახი კალაძე. შეხვედრა-სემინარზე თვითმმართველობების წარმომადგენლები მოისმენენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. 24 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორია: Baku City Circuit – promoter of Formula 1 Azerbaijan Grand Prix. 24 მაისს, 10:30 საათზე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან. 24 მაისს, 10:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი გიგა ბუკია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიწის გაყიდვის თემა კონსტიტუციაში - რა ფორმით გაკეთდება საკონსტიტუციო ჩანაწერი; საჭიროა თუ არა რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და პარლამენტში განსახილველად შედის; ქართული პროდუქციის ექსპორტი და ჩინური ბაზარი; მსოფლიო ბანკის რეკომენდაცია - მოვერგოთ ციფრულ ეკონომიკას. 24 მაისს, 11:00 საათზე, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და ჩინეთსა და სინგაპურში საქმიან ვიზიტს შეაფასებს. 24 მაისს, 11:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 24 მაისს, 11:00 საათზე, „გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველოს“ წევრები, ე.წ. „ხრუშოვკების“ თემაზე ინიციატივას გააჟღერებენ. 24 მაისს, 11:00 საათზე, „სტერეო პლუსის“ შვილობილი კომპანია “დი +“-ის ბრენდის „დიჯიტალ ტვ“-ის პრეზენტაცია გაიმართება. 24 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, სტერეო პლუსის შვილობილი კომპანია დი +_ის ბრენდის დიჯიტალ ტვ-ის პრეზენტაცია გაიმართება. 24 მაისს, 11:30 საათზე, საია მთავარ პროკურატურას ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის კანონთან შესაბამისობის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხვნით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს. 24 მაისს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 24 მაისს, 12:00 საათზე, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში განსახორციელებელი სოციალური და საგანმანათლებლო აქტოვობათა გეგმის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირის, „თიბისი ბანკის“ და სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. 24 მაისს, 12:00 საათზე, „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიური რუკების პრეზენტაციას მართავს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციათა ლიდერები დაესწრებიან. 24 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი საქართველოს ეროვნული საგანძურის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტის #ShareGeorgia-ს პრეზენტაცის გამართავენ. 24 მაისს, 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისო კომისიის სპეციალური სხდომა გაიმართება. 24 მაისს, 12:00 საათზე, კასპში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. 24 მაისს, 13:00 საათზე, ოზურგეთში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. 24 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა 2017-2018 სააღმზრდელო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. 24 მაისს, 14:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) ფილმის „ღირსების ფასი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს. 24 მაისს, 14:00 საათზე, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება გვირგვინით შეამკობს სკულპტურულ მემორიალს -„საქართველოსთვის“. 24 მაისს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე სასწავლო კურსს გახსნის. სწავლება სამართლებრივ წერაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისთვის ტარდება. 24 მაისს, 14:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 24 მაისს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 24 მაისს, 16:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთანდაკავშირებით ეროვნული არქივის საგამოფენოპავილიონში გაიხსნება 1918-1921წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითიდოკუმენტების გამოფენა. ამავე დღეს გაიმართება გივიღამბაშიძის წიგნად გამოცემული მოგონებების - ომისდღეების - პრეზენტაცია. 24 მაისს, 16:30 საათზე, ibis styles Tbilisi center სასტუმროს გახსნის სადღესასწაულო ღონისძიებას გამართავს. 24 მაისს, 18:00 საათზე, „სტარტაპ საქართველო“ დაინტერესებული პირებისთვის მორიგ ღია კარის დღეს გამართავს. „სტარტაპ საქართველოს“ კოორდინატორები პოტენციურ აპლიკანტებს ტექნოლოგიურ პარკში შეხვდებიან. 24 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში საერთაშორისო მუსიკალური პროექტის, „კამერტონის” ქართველი წარმომადგენლები კონცერტს გამართავენ. 24 მაისს, 18:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართება „მარტოხელა მშობლის სტატუსის“ შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. 24 მაისს, 19:00 საათზე, კომპლექს „ფუნიკულიორის“ მე-3 სართულზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გერმანიის საელჩო საქართველოში ბუნების ეკონომიკის შესახებ მაღალი კლასის პანელურ დისკუსიას გამართავენ. 24 მაისს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე გაიმართება იტალიური მუსიკის კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის 24 მაისს, 20:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)