|
2017-05-23 19:23:11, 2709 ნახვა
მსოფლიო
არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას, ფულადი სახსრების მითვისებისთვის, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ Gulfbusiness იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრს, დეპუტატ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლო 17,2 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც მედია წერს, სასამართლომ გელა მიქაძეს 12.8 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო გიორგი ჯანაშიას 4.4 მილიონის. სასამართლოში აცხადებენ, რომ ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაშიც მათ ბრალი ედებოდათ. Gulfbusiness -ის ცნობით, საქმე ფოთის საზღვაო პორტისა და ახლადშექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებასა და შემდეგ მის გაუქმებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)